კორეის ავიაკომპანია Korean Air-მა სეულიდან ვლადივოსტოკის მიმართულებით ფრენები შეაჩერა. წინასწარი ინფორმაციით, ფრენების შეჩერება  სულ მცირე აპრილის ბოლომდე მოხდა. განახლდება თუ არა აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ფრენები მაისში, ჯერჯერობით უცნობია. ფრენების შეწყვეტის მიზეზი კი სანქციების გამო რუსეთის ფედერაციაში თვითმფრინავების დაზღვევის პრობლემაა.

ვლადივოსტოკის მიმართულებით ფრენები შეაჩერა ასევე კორეულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Air Busan-მა, ეს იმ ფონზე, როდესაც Air Busan-მა სეულსა და ვლადივოსტოკს შორის რეგულარული რეისების შესრულება 5 თებერვლიდან დაიწყო. რაც შეეხება Korean Air-ს, მან აღიშნულ მარშუტზე ფრენები იანვრის ბოლოს განაახლა.