რუსულ ავიაკომპანიებს საერთაშორისო რეისებზე 10 მლნ მგზავრის მომსახურება შეეძლებათ, რისთვისაც უკვე შექმნილია თვითმფრინავების ფონდი, რომელიც 193 საჰაერო ხომალდს აერთიანებს და რომელშიც 148 არის Sukhoi Superjet 100, ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა განაცხადა.
როგორც ცნობილია სანქციების დაწესების შემდეგ 900-მდე თვითმფრინავი რუსეთის რეესტრში ხელახლა დარეგისტრირდა.
“ქვეყნის თვითმფრინავების გარეშე დატოვება არარეალურია: უბრალოდ ჩიხში შევყავართ. ჩვენ ახლა ბევრ საკითხს განვიხილავთ და ვცდილობთ მეიჯარეებთ, თვითმფრინავების მფლობელებთან საერთო გადაწყვეტილება ვიპოვოთ – რა გზებით გადავიხადოთ, რადგან ჩვენს ავიაკომპანიებს შეუძლიათ გადახდა, მაგრამ ყველაფერი დაბლოკილია და ჩვენ უბრალოდ არც კი გვესმის, როგორ მოვიქცეთ ამ სიტუაციაში. თვითმფრინავები ჩვენ დავიტოვეთ – ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – ხაზგასმით აღნიშნა საველიევმა.
თუმცა, ასეთ პირობებშიც კი, ტრანსპორტის სამინისტროს მიაჩნია, რომ ეროვნულ კომპანიებს შეუძლიათ აიღონ ვალდებულება, რომ წელს ქვეყნის შიგნით 90 მილიონ მგზავრს გადაიყვანენ, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან თანხვედრაშია.