რუსეთის ავიაბაზარი Air India-მაც დატოვა. ავიაკომპანიამ დელი-მოსკოვი-დელის მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე შეაჩერა.

ფრენების აღდგენის დრო ჯერჯერობით უცნობია, განაცხადეს რუსეთის საელჩოში.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Air India-მ შეწყვიტა ბილეთების გაყიდვა დელი-მოსკოვი-დელი მარშრუტზე. ფრენების აღდგენის პერსპექტივები ამ დროისთვის გაურკვეველი რჩება. Air India-ს ოფისის ცნობით, გაუქმებულ ფრენებზე შეძენილი ბილეთების თანხები მგზავრებს სრულად დაუბრუნდებათ. ინდოეთის მთავრობის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თავისუფლად გამოიყენოთ რუსეთში სატრანზიტო მარშრუტები ტაშკენტის, სტამბულის, დუბაის, აბუ დაბის, დოჰას და სხვა ხელმისაწვდომი მიმართულებების გავლით”, მიმართავს ინდოეთში რუსეთის საელჩოში მოქალაქეებს.