Туту.ру-ს მონაცემებით, რუსი ტურისტების 73%-ი საახალწლო დღესასწაულის გატარებას საზღვარგარეთის ქვეყნებში გეგმავენ.
გასულ წელს, ახალი წლის შესახვედრად რუსი ტურისტების უმეტესობა ავიაბილეთებს ჩეხეთის მიმართულებებზე ყიდულობდნენ, თუმცა წელს ჩეხეთზე მოთხოვნადი ტაილანდია.
მიმდინარე წელს ავიაბილეთების გაყიდვების რეიტინგით პრაღა მეორე ადგილზეა.
წლევანდელი მონაცემებით, რუსი ტურისტების მიერ თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების ყიდვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
ასევე გაიზარდა ავიაბილეთებზე მოთხოვნა სტამბოლის, ანტალიისა და გოას მიმართულებით.