2022 წლის მარტში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში შემოსული რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოგზაურების რაოდენობა და მიაღწია 45.1, 20 და 16.9 ათასს, შესაბამისად, აღნიშნულია PMC Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარუშში. ირკვევა, რომ წინა თვესთან შედარებით ზრდა განსაკუთრებით მაღალი იყო ბელარუსისა (281%) და რუსეთისთვის (69%). ამავდროულად, ბელარუსი და რუსი ვიზიტორების მიერ ქვეყნიდან გასვლების რაოდენობაც ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
PMC Research-ის მონაცემებით, 2022 წლის მარტში შესამჩნევი განსხვავებები შეინიშნება (განსაკუთრებით რუსეთისა და ბელარუსის შემთხვევაში) ქვეყნიდან გასვლებსა და შემოსვლებს შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოგზაურთა მნიშვნელოვან ნაწილს მარტში ქვეყანა არ დაუტოვებია.
2022 წლის მარტში ბელარუსი და რუსი საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 551%-ით და 133%-ით გაიზარდა, რაც ასევე განამტკიცებს რუსეთიდან და ბელარუსიდან მოგზაურთა სწრაფი შემოდინების ფაქტს.
2022 წლის მარტში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 2022 წლის თებერვალთან შედარებით 8,5%-ით გაიზარდა, ყველაზე თვალსაჩინო ფასების ზრდა თბილისში დაფიქსირდა.
2022 წლის მარტში წლიური სასტუმროს ფასების ინდექსი საქართველოში 14.9%-ს უდრიდა, ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა კი აჭარაში დაფიქსირდა.
საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2022 წლის მარტში 266.3%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 65.9%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 236.9%- ით გაიზარდა (2022/2021) და 62.9%-ით შემცირდა (2022/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 210.6%-ით გაიზარდა (2022/2021) და 51.5%-ით შემცირდა (2022/2019).
2022 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩეოდნენ თურქეთი (42 421 ვიზიტით), რუსეთი (22 536 ვიზიტით) და სომხეთი (21 990 ვიზიტით). ამ ქვეყნებიდან ყველაზე მეტად სომხეთიდან შემომავალი ვიზიტორების რაოდენობა აღდგა (2019 წლის მაჩვენებლის 56.4%), რასაც მოჰყვა თურქეთი (48%-იანი აღდგენის მაჩვენებლით) და რუსეთი (22.9%).
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთისა და ბელარუსის მიმართ სანქციების დაწესების შემდეგ, შეინიშნება საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების სწრაფი შემოდინება რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 45 100-ს მიაღწია, რაც საქართველოში შემოსულების 18%-ს შეადგენდა. ამას გარდა, წინა თვესთან შედარებით, 68.8%-ით გაიზარდა შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა.
შემოსული ბელორუსის მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 281.1%-ით, გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, მიაღწია 20 000-ს და საქართველოში შემოსვლების საერთო რაოდენობის 8% შეადგინა.
შემოსული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 2022 წლის თებერვალთან შედარებით 53.5%-ით გაიზარდა და 16 900-ს მიაღწია, რაც მთლიანი შემოსვლების 6,8%-ს შეადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ მოწოდებული მონაცემები არ მოიცავს, მოცემული ქვეყნების მოქალაქეებიდან რამდენმა გადაკვეთა საზღვარი ქვეყნის დასატოვებლად (ტრანზიტი).
საზღვრის კვეთასთან ერთად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ 2021 წლის პირველი კვარტლის საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ქვეყნიდან გასვლა, რადგან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ითვლება.
2021 წლის დასაწყისიდან რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის მოქალაქე ვიზიტორების გასვლები მნიშვნელოვნად აღდგა. 2021 წლის იანვარში რუსების გასვლებმა 2019 წლის იანვრის მაჩვენებლის 33%-ს მიაღწია, ხოლო უკრაინისა და ბელარუსისთვის ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენდა.
2022 წლის მარტში ბელარუსების გასვლებმა 5 300-ს მიაღწია (86%-ით მეტი 2019 წლის მარტთან შედარებით), ხოლო უკრაინელების გასვლებმა 6 400-ს (51%-ით ნაკლები 2019 წლის მარტთან შედარებით), რუსების გასვლებმა კი 22 500-ს მიაღწია(77%-ით ნაკლები 2019 წლის მარტთან შედარებით).
“ყოველთვიურ დინამიკაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ 2022 წლის მარტში უკრაინელების გასვლები მნიშვნელოვნად შემცირდა (26%) 2022 წლის თებერვალთან შედარებით. ხოლო, ბელარუსებისთვის შესაბამისი მაჩვენებელი გაიზარდა 53%-ით, რუსებისთვის – 8%-ით.
კიდევ ერთი ინდიკატორი, რომლის გამოყენებაც შეიძლება შერჩეული ქვეყნებიდან ვიზიტორების შემოდინების გასაზომად, არის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი.
2022 წლის მარტში, რუსეთის მოქალაქე მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავლებმა მნიშვნელოვანი ზრდა (133%) აჩვენა წინა თვესთან შედარებით და 34.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ბელარუსებისთვის ზრდა კიდევ უფრო მაღალი აღმოჩნდა (551%), ხოლო შემოსავლებმა 29.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლების წილი რუსებისგან (+6 პროცენტული პუნქტი) და ბელარუსებისგან (+13 პროცენტული პუნქტი) წინა თვესთან შედარებით.
საერთო ჯამში, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებისგან მიღებულმა შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული მთლიანი შემოსავლების 37% შეადგინა. უკრაინელი მოგზაურებისგან მიღებული გაზრდილი შემოსავლების (40%-ით) მიუხედავად, უკრაინის წილი მთლიან შემოსავლებში 8%-მდე შემცირდა”, აცხადებენ PMC Research-ში.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის კვეთის სტატისტიკაზე დაკვირვებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავებები რუსების, ბელორუსების და უკრაინელების საქართველოში შემოსვლებსა და გასვლებს შორის.
“იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა არსებობდეს გარკვეული სტატისტიკური შეუსაბამობები, შერჩეული ქვეყნებიდან 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსვლების რაოდენობა მნიშვნელოვნად მაღალი იყო იმავე თვეში ქვეყნიდან გასვლების რაოდენობაზე. აღნიშნული განსხვავება განსაკუთრებით დიდია რუსეთისთვის, რომელსაც მოჰყვებიან ბელარუსი და უკრაინა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის მარტი იყო ერთადერთი თვე 2022 წლის პირველ კვარტალში, როდესაც მნიშვნელოვანი განსხვავებები დაფიქსირდა. ამ ტენდენციას ასახავს ის ფაქტიც, რომ ბელარუსი და რუსი საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული ფულადი შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა თვესთან შედარებით.
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის მარტში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, 8.5%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.5%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 4.0%-ით გაიზარდა. ფასების ყველაზე მაღალი თვიური ზრდა თბილისში (14.6%) დაფიქსირდა, შემცირება კი მცხეთა-მთიანეთში (- 12.6%) 2022 წლის მარტში, 2021 წლის მარტთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 16.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 19.0%-ით გაიზარდა. ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა აჭარაში(25.8%) დაფიქსირდა, შემცირება კი სამეგრელო-ზემო სვანეთში(- 3.4%)”, განმარტავენ PMC Research-ში.
2022 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა8 152 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 246 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების9 საშუალო ფასმა მარტში 114 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში 406 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 574 ლარი შეადგინა, კახეთში – 452 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 373 ლარი, ხოლო გურიაში – 352 ლარი.