უკრაინის ყველაზე თანამედროვე აეროპორტი, ოდესის საერთაშორისო აეროპორტი ყირიმის ტერიტორიიდან გამოსროლილი რაკეტებით დაზიანდა. უფრო კონკრეტულად დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ზოლი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ „სამხრეთმა“ განმარტა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის გამოყენება შეუძლებელია.

ოდესის საერთაშორისო აეროპორტი უკრაინაში ყველაზე თანამედროვე აეროპორტად იყო დასახელებული. ახალი 2800 მეტრი სიგრძის ასაფრენ/დასაფრენი ზოლი ექსპლუატაციაში 2021 წლის ივლისში შევიდა.

მსგავსი ვითარებაა იყო დონეცკში 2014 წელს. როგორც ცნობილია, 12 წელს იქ აშენდა უკრაინის ყველაზე გრძელი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი და ამოქმედდა ახალი ტერმინალი. 2014 წელს აეროპორტის მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდა დონეცკის ბოევიკების თავდასხმის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე, რომლებიც იმ დროს აკონტროლებდნენ აეროპორტს.