რუსეთში, სოჭის აეროპორტში ავიაკომპანია Nordwind-ის თვითმფრინავის ძრავას, ბორტის წინა საფრენოსნო შემოწმების დროს, ცეცხლი გაუჩნდა. ხომალდის ძრავს ხანძარი მოყინვის საწინააღმდეგო დამუშავებისას გაუჩნდა. შემდეგ კი ბორტს სოჭი-ორემბურგის რეისი უნდა განეხორციელებინა.

ინციდენტის შემდეგ ფრენა გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ  EASA-მ რუსეთის ფედერაციის ყველა ავიაკომპანიის თვითმფრინავებს ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატი შეუჩერა.