სატელიტური ინტერნეტი თვითმფრინავებზე, მატარებლებზე და გემებზე რუსებისთვის ხელმისაწვდომი 2027 წლიდან იქნება, განაცხადა „ბიურო 1440“-ის ლაზერული ტერმინალის განვითარების დირექტორმა ქსენია ლაზარენკომ.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვი-ვლადივოსტოკის სარკინიგზო მარშრუტის ამჟამინდელი ინტერნეტ დაფარვა “კატასტროფულად დაბალია”.
მისი თქმით, 2027 წლიდან, როდესაც „ბიურო 1440“ შესთავაზებს ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომას, მატარებლის მგზავრებს შეეძლებათ ინტერნეტით სარგებლობა მთელი მოგზაურობის განმავლობაში. იგივე შესაძლებლობა ექნებათ მათ, ვინც მოგზაურობს თვითმფრინავით, ან გემით.
კომპანიის მთავარი პოტენციური კლიენტები არიან სამრეწველო და სატრანსპორტო ორგანიზაციები. მაგალითად, კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულებები Aeroflot-თან და რუსეთის რკინიგზასთან. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელთან ამჟამად განიხილება სააბონენტო ტერმინალის განთავსება თითოეულ მატარებელზე, რათა უზრუნველყოს მგზავრები ფართოზოლოვანი ინტერნეტით, განაცხადა ლაზარენკომ.