რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური ავიაკომპანია Georgian Airways-ის მგზავრებს მოსკოვში ჩასვლისას სპეციალური ბლანკის შევსებას სთხოვს. აღნიშნულის შესახებ sova-ს მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს.
წყაროს ცნობით, მგზავრებს სთხოვენ მიუთითონ, გაიარა თუ არა მათმა ბარგმა ერევნის საბაჟო სამსახურის კონტროლი.
როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ფრენებს ერევნის გავლით ავიაკომპანია Georgian Airways-ი Armenia-თან პარტნიორობით ასრულებს. რეალურად საქართველოდან ერევნის აეროპორტში ჩასულ მგზავრებს ავიახომალდის დატოვება და ბარგის გადატანა არ უწევს.