რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ იურიდიული პირების მხრიდან საინვესტიციო განცხადებების მიღება დაიწყო. წინადადების განხილვა გაერთიანებული რუსულ-აფხაზური კომისიის მიერ მოხდება, ხოლო განაცხადების წარდგენის ბოლო 15 სექტემბერია.
როგორც ცნობილია, რუსეთმა და თვითაღიარებულმა აფხაზეთის რესპუბლიკამ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF-2023) ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ.
აეროპორტის რეკონსტრუქცია კერძო ინვესტორის ხარჯზე ორ ეტაპად განხორციელდება. წინასწარი შეფასებით, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ღირებულება 6,5 მილიარდი რუბლი იქნება. პროექტის დროული განხორციელების შემთხვევაში აეროპორტის საქმიანობის განახლება 2024 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია ასაფრენი ბილიკის 3,6 კმ-დან 2,4 კმ-ის რეკონსტრუქცია, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს მიიღოს სამგზავრო თვითმფრინავები, როგორიცაა SSJ-100, MS-21 და სატვირთო ილ-76. მოსალოდნელია, რომ რეკონსტრუქციის პირველ ეტაპზე სამგზავრო გადაზიდვის წლიური მოცულობა 375,8 ათასი მგზავრი იქნება.
აღდგენის მეორე ეტაპი კი დაიწყება მას შემდეგ რაც აეროპორტის მგზავრთნაკადის 1 მილიონი მგზავრს მიაღწევს.
მოსალოდნელია, რომ აეროპორტის გამტარუნარიანობა რეკონსტრუქციის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ წელიწადში დაახლოებით 1,2 მილიონი მგზავრს მიაღწევს.
სოხუმის აეროპორტი ერთადერთია ოკუპირებულ აფხაზეთი. ის 1960-იან წლებში აშენდა. მისი გამტარუნარიანობა ზაფხულის პერიოდში დღეში 5 ათასამდე მგზავრი იყო. 1993 წელს საომარი მოქმედებების გამო აეროპორტი დაიხურა.