ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობის გაზრდას აპირებს. კომპანია მზადაა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეასრულოს მინერალური წყლებიდან (მინვოდი) და სოჭიდან. ახლა გადამზიდველის თვითმფრინავები საქართველოში მხოლოდ მოსკოვიდან დაფრინავენ.

„შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ფრენა განხორციელდეს საქართველოში რუსული ავიაკომპანია Azimuth-დან“, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაველ ეკჟანოვმა.

მისივე თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც გადამზიდავს ფრენების რაოდენობის გაზრდის უფლებას მისცემენ.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელის თქმით, კომპანიას სოჭიდან და მინვოდიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელება შეულია.

ამასთან, ეკჟანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია მზადაა საქართველოს სხვა ქალაქებში ფრენისთვის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებაზე რჩება. მან ასევე დაამატა, რომ კომპანიამ უკვე გაგზავნა მოთხოვნა მარშრუტებზე, რომლებიც Azimuth Airlines-ის ინტერესს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ახლა რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავები თბილისში მხოლოდ მოსკოვიდან დაფრინავენ.