ავიაკომპანია Emirates პირველ ნაბიჯებს დგამს პროგრამის განხორციელებისკენ, სადაც მგზავრებს შეუძლიათ აირჩიონ ძირითადი კვება წინასწარ გამგზავრებამდე 14 დღიდან 24 საათით ადრე. ეს უზრუნველყოფს ფრენის დროს სასურველი მენიუს მიღებას და საკვების ნარჩენების შემცირებას.

ინიციატივა დუბაი-ლონდონის მიმართულებით Emirates-ის ყველა რეისის ბიზნეს კლასში დაინერგება. ინოვაცია გაზრდის მომსახურების ეფექტურობას, ოპტიმიზაციას გაუწევს დროის ხარჯებს და გაზრდის შეგნებული მოხმარების დონეს. კვების წინასწარი შეკვეთები AI-ის დახმარებით კლიენტების პრეფერენციების თვალთვალის მონაცემებს და ბორტგამცილებელთა ანგარიშებს დაემატება, რაც ხელს უწყობს მენიუს დაგეგმვას და ოპტიმალურ კვებას, რომელსაც უზრუნველყოფს “რესტორანს ცაში”.

გამგზავრებამდე 14 დღით ადრე მგზავრებს შეეძლებათ გაეცნონ ფრენის მენიუს Emirates-ის ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში და აირჩიონ რეგიონული სამზარეულო, რომელიც შთაგონებულია დანიშნულების ადგილის გასტრონომიული ტრადიციებით. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს ასევე შეუძლია დაჯავშნა სპეციალური მენიუდან.

თვითმფრინავში ბორტგამცილებლები სპეციალურ აპლიკაციაში გაეცნობიან კერძების ასორტიმენტს და მგზავრს სასურველ ცხელ კერძს მიართმევენ.

Emirates ყურადღებით აკვირდება მომხმარებელთა გამოხმაურებას მომსახურების განხორციელების ეტაპზე. სამომავლოდ ავიაკომპანია გეგმავს, რომ ინიციატივა ხელმისაწვდომი გახადოს სხვა მარშრუტებისა და მომსახურების კლასებისთვის.