რუსულმა კომპანიებმა საქართველოში ფრენები შესაძლოა მომავალი კვირიდან დაიწყონ, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ საავიაციო წრეებში.
„რუსეთიდან საქართველოში ფრენების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება“, – განაცხადა გამოცემას წყარომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 15 მაისიდან გააუქმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და ასევე გააუქმა პირდაპირ საჰაერო რეისებზე 2019 წელს დაწესებული „ავიაემბარგო“.
როგორც ტრანსპორტის სამინისტროში აზუსტებენ, გადამზიდავები ახლა საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის ემზადებიან. დაგეგმილია ყოველკვირეულად შვიდი პირდაპირი რეისის განხორციელება მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ადგილობრივი წარმოების თვითმფრინავებით.