ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელი Airbus-ის შეკვეთები აპრილში მარტთან შედარებით ოთხჯერ შემცირდა და სულ 5 თვითმფრინავი შეადგინა, ხოლო მზა პროდუქციის მიწოდება მომხმარებლებისთვის გაიზარდა 54 თვითმფრინავამდე, მაშინ როდესაც მარტის მაჩვენებელი 32 თვითმფრინავი იყო.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან  კომპანიის შეკვეთებმა 161 თვითმფრინავი (გაუქმების ჩათვლით – 144) შეადგინა, ხოლო დამკვეთებისთვის მიწოდებულ იქნა 181 თვითმფრინავი.

Airbus არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური და თავდაცვის კომპანია. კომპანია შედგება რამდენიმე განყოფილებისგან: Airbus SAS, რომელიც აწარმოებს სამგზავრო თვითმფრინავებს, Airbus Defence and Space- და Airbus Helicopters. სულ დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 130 ათასია.