რუსეთს თურქეთთან ყოველდღიური სიხშირეების რაოდენობა არ აკმაყოფილებს და ამიტომ ითხოვს, რომ აგვისტოს ბოლომდე თურქეთმა ორ ქვეყანას შორის ფრენების რაოდენობა დღეში 100-მდე გაზარდოს.
გაზეთი Hürriyet წერს, რომ რუსული მხარე თურქეთს აგვისტოს ბოლომდე დღეში 100-მდე ფრენის გაზრდას სთხოვს. დღეისთვის თურქული ავიაკომპანიები თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით დღეში საშუალოდ 85 რეისს ახორციელებენ. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი იმდენად დატვირთულია, რომ ზოგჯერ თურქული თვითმფრინავების აფრენებს შორის სხვაობა სულ რამდენიმე წუთია.