COVID-19-ის კრიზისმა ეკონომიკაზე გრძელვადიანი ზემოქმედება მოახდინა, განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტი დაზარალდა მგზავრების შემცირებით. ავიაკომპანიებმა და მათთან დაკავშირებულმა საწარმოებმა შესაბამისად შეამცირეს თავიანთი დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. აღნიშნულ ნაწილში განსაკუთრებით ახალგაზრდა თანამშრომლები დაზარალდნენ.

2022 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში საჰაერო ტრანსპორტის სექტორში 325 600 ადამიანი იყო დასაქმებული. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ შემცირება შეიძლება მიეკუთვნებოდეს 15-დან 39 წლამდე ასაკის თანამშრომლების კატეგორიას (2008 წლის პირველ კვარტალის 204 400-დან 2022 წლის პირველ კვარტალის 121 400-მდე; -83 000). ამავდროულად, გაიზარდა, თუმცა მცირედით, 40-დან 64 წლამდე თანამშრომლები (170 500-დან 204 200-მდე; +33 700).

მსგავსი შედეგები იკვეთება 2019 წლის პანდემიამდელი პირველი კვარტლის შედარებისას 2022 წლის პირველ კვარტალთან. მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა 15-დან 39 წლამდე ასაკის მომუშავე პერსონალში დიდი შემცირება (184 900-დან 121 400-მდე; -63 500), გაცილებით მცირე კლებაა 40-დან 64 წლამდე ასაკის თანამშრომლებში (225 500-დან 204 200-მდე; -21 300).

დასაქმების სქესის მიხედვით შედარებისას შემდეგი სურათი იკვეთება – მამაკაცები შეადგენდნენ სამუშაო ძალის 58%-ს 2022 წლის პირველ კვარტალში. იგივე ბალანსი დაფიქსირდა 2008 წლის პირველ კვარტალშიც. აღსანიშნავია, რომ მამაკაცის წილი საჰაერო ტრანსპორტში დროთა განმავლობაში საკმაოდ სტაბილური იყო.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში საჰაერო ტრანსპორტში მთლიანი დასაქმება შემცირდა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის პანდემიის დროს, მამაკაცები იყვნენ პირველი ვისზეც აისახა არსებული სიტუაცია 2020 წლის მეორე კვარტალში. აღნიშნულმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ მამაკაცების წილმა 53% შეადგინა. შემდეგ, 2020 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში, პანდემიით ყველაზე მეტად ქალები დაზარალდნენ. 2019 წლის პირველ კვარტალსა და 2022 წლის პირველ კვარტალს შორის მთელი პერიოდის განმავლობაში, მამაკაცები შეადგენდნენ კლების 60%-ს (-33 800 მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, ხოლო -50 900 მამაკაცებს).