როსავიაცია” მზადაა ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე, უკრაინის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან სრულფორმატიანი მოლაპარაკებები აწარმოოს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს “როასვიაციის” ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნერადკომ განუცხადა. უკრაინა-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 2015 წელს შეწყდა.

“ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ უკრაინის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან სრულფორმატიანი მოლაპარაკებები გავმართოთ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საჰაერო მიმოსვლას შეეხება”, განმარტა “როსავიაციის” ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 2015 წლის 25 ოქტომბერს შეწყდა. 2015 წლის სექტემბრის ბოლოს უკრაინულმა მხარემ 21 რუსულ ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა. პასუხად კი რუსულმა მხარემ ყველა უკრაინულ ავიაკომპანიას აუკრძალა რუსეთის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება.