რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლოა ნოემბრიდან აღდგეს. რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების განახლებას თვეზე მეტი დასჭირდება. ეს ვადაა საჭირო პროფილური უწყებების კოორდინირებული მუშაობისათვის.
რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა აღსადგენად რიგი პროცედურებია გასავლელი. რუსეთის მთავრობამ შესაბამისი განკარგულება უნდა გამოსცეს, შემდეგ კი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და “როსავიაციამ” ავიარეისების აღდგენაზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყოს. სამთავრობო დონეზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ ავიაკომპანიებს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდებათ განრიგის შესადგენად და შესათანხმებლად.
რუსული მედია წერს, რომ ფრენების განახლებაზე ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილება გაჟღერებული არ არის. თუ კი რამდენიმე დღეში დადებითი გადაწყვეტილება მართლაც იქნება მიღებული, მაშინ ნოემბრისათვის ყველა პროცედურა დასრულებული უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რუსული მხარის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა.