თვითმფრინავში განთავსებულ სახლში ღამის თევა 250 დოლარია.ჩრდილოეთ უელსში, ავიაკომპანია Etihad Airways-ის თვითმფრინავიდან სახლი შექმნეს. ის დღეს კომპანია Apple Campings-ის საკუთრებაა და ატარებს სახელს – Arabian Nights Airbus.

ადგილობრივმა მცხოვრებმა რობი რის-დევისმა თვითმფრინავის კარკასი ჯართის სახით, 55,8 ათას დოლარად შეიძინა და უმალვე მის სახლად გარდაქმნას შეუდგა. სახლი 4 ადამიანზეა გათვლილი. საჰაერო ხომალდში სავარძლები საწოლებმა, დივანმა და სავარძლებმა ჩაანაცვლა. თვითმფრინავში განთავსებულ სახლში არის ასევე სამზარეულო და სააბაზანო ოთახი.
თვითმფრინავის ნაწილი დათმობილი აქვს სპეციალურ ადგილს ბარბექიუსთვის

თვითმფრინავში 1 დღე/ღამის გატარება სტუმარს 250 დოლარი დაუჯდება.