რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოსთან ავიამიმოსვლა განაახლოს და დაუბრუნდეს საკითხს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. იუწყება რუსული გამოცემა „კომერსანტი“.

“უნდა გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები. თუ საქართველოში ვითარება დასტაბილურდება, რუსოფობია შეწყდება, იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები, შესაძლოა ავიამიმოსვლის განახლებაზე ვისაუბროთ”, – განუცხადეს გამოცემის წყაროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში

წყაროს რესპოდენტის თქმით, ამის შემდეგ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხიც დადგეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.