2022 წლის იანვრის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ავიაკომპანია Geo Sky-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის იანვრის განმავლობაში სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 59 სატვირთო რეისი შეასრულა.

მეორე ადგილზე კი ავიაკომპანია Myway Airlines-ია, რომელიც იანვარში 24 სატვირთო რეისს მოემსახურა.

შესრულებული სატვირთო რეისების მიხედვით მესამე ადგილს, 8-8 შესრულებული რეისით, ორი ავიაკომპანია იყოფს. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, იანვარში 8 რეისი შეასრულა ევროპულმა სატვირთო ავიაგადამზიდავმა Fleet Air International-მა და ასევე 8 რეისი შეასრულა თურქულმა სატვირთო კომპანია Turkish Cargo-მ.

იანვარში 6 რეისი შეასრულა ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airways Cargo-მ.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.