კომპანია OAG-მა Global Airline Schedules Data გამოაქვეყნა, რომელიც იზიარებს მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტების რეიტინგს. მონაცემები შეგროვდა 2024 წელს და შედარებულია 2023 წლის და ასევე, 2019 წლის სტატისტიკასთან.

2024 წლის ყველაზე დატვირთულ აეროპორტებს შორის პირველი ადგილი აშშ-ს ატლანტა ჰარტსფილდ-ჯექსონის აეროპორტმა დაიკავა. ერთი წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა 62,7 მილიონ მომხმარებელს. სხვათა შორის, აეროპორტი იყო მსოფლიოში ყველაზე დატვირთული აეროპორტი 2023 და 2019 წლებში. მეორე ადგილზეა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რომელმაც გასულ წელს 60,2 მილიონი მგზავრი გადაიტანა. მესამე ადგილზე გავიდა იაპონიის ტოკიოს ჰანედას აეროპორტი, რომელმაც მიიღო და გაატარა 55,2 მილიონი ადამიანი.

OAG აღნიშნავს, რომ 2024 წელს ყველაზე დატვირთული აეროპორტების გეოგრაფია ფართო აღმოჩნდა: ოთხი ჩრდილოეთ ამერიკაში, სამი აზიაში, ორი ევროპაში და ერთი ახლო აღმოსავლეთში. სრული რეიტინგის ნახვა შეგიძლიათ აქ.