ბორტგამცილებლებმა შეადგინეს იმ სასმელების ჩამონათვალი, რომლებმაც ფრენის დროს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მგზავრის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მაღალ სიმაღლეზე ორგანიზმი ისედაც განიცდის გარკვეულ დისკომფორტს, ზოგიერთი პოპულარული სასმელი კი ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
პირველ რიგში, სპეციალისტები მგზავრებს ურჩევენ, უარი თქვან კოქტეილზე „სისხლიანი მერი“ (Bloody Mary), რადგან ის დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. მარილი იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას, რაც ფრენისას კიდურების შეშუპების მიზეზი ხდება. ასევე არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის, ჩაისა და ყავის მიღება — სამივე მათგანი ორგანიზმის ძლიერ დეჰიდრატაციას (გაუწყლოებას) უწყობს ხელს.
გარდა ამისა, რეკომენდაციებში მოხვდა დიეტური კოკა-კოლა. დაბალი წნევის პირობებში ეს სასმელი ჭარბად ქაფდება, რაც ართულებს მის ჭიქებში ჩამოსხმას და უხერხულობას უქმნის როგორც ბორტგამცილებლებს, ისე მგზავრებს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო წყლის შერჩევისას: ექსპერტები გვირჩევენ მხოლოდ ბოთლის წყლის გამოყენებას. თვითმფრინავის საერთო რეზერვუარებიდან აღებული წყალი, რომლითაც ხშირად ჩაისა და ყავას ამზადებენ, შესაძლოა არ იყოს სათანადოდ გაფილტრული და სუფთა, რაც დამატებით რისკებს უქმნის მგზავრთა უსაფრთხოებას.












