ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი მგზავრი ბერლინის მიმართულებით ფიქსირდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბერლინი, მილანი და ბუდაპეშტი ლიდერობს.
9 თვის მონაცემებით, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის TOP-10 მიმართულება ასე გამოიყურება:
- ბერლინი;
- მილანი;
- ბუდაპეშტი;
- ვარშავა;
- დორტმუნდი;
- ვილნიუსი;
- მემინგენი;
- ლარნაკა;
- სალონიკი;
- კატოვიცე;
PS: რეიტინგში მოხვედრილ ყველა მიმართულებაზე Wizz Air-ი ოპერირებს
განსხვავებული ვითარებაა 2017 წლის რეიტინგში, სადაც ყველაზევმეტი რაოდენობით გადაყვანილი მგზავრთნაკადში პირველი ადგილი უცვლელია, ხოლო მეორე ადგილზე უკრაინის მიმართულებაა, რომელსაც უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA ასრულებდა და რომელიც დღეისათვის მხოლოდ თბილისის აეროპორტში ოპერირებს.
2017 წლის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიმა ყველაზე მეტი მგზავრი შემდეგი მიმართულებებით გაატარა:
- ბერლინი;
- კიევი;
- მილანი;
- ბუდაპეშტი;
- ვარშავა;
- დორტმუნდი;
- მემინგენი;
- ვილნიუსი;
- სალონიკი;
- ლარნაკა;