5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა სექტემბერში 521 ლარი შეადგინა. PMCG-ის ინფორმაციით, თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 619 ლარი შეადგინა, აჭარაში – 527 ლარი, კახეთში – 400 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 383 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების2 საშუალო ფასმა სექტემბერში 70 ლარი შეადგინა. სექტემბერში, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში გურიაში – 122 ლარი და ქვემო ქართლში – 104 ლარი დაფიქსირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებს შორის ყველაზე დაბალი საშუალო ფასები დაფიქსირდა შიდა ქართლში – 56 ლარი და იმერეთში – 58 ლარი.