ზაფხულის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე “ცხელი” დღეები 10 ივლისს, 4 აგვისტოს და 11 აგვისტოს დაფიქსირდა.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განხორციელებული და დაგეგმილი ფრენების მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის ყველაზე დატვირთული 3 დღე იყო, როდესაც აეროპორტი სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტ რეისს მოემსახურა.
TAV Georgia-ს განმარტებით, 10 ივლისს, 4 აგვისტოს და 11 აგვისტოს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სხვადასხვა მიმართულებით შესრულდა 19-19 რეისი. ეს იმ ფონზე, როდესაც ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში დღიურად შესრულებული რეისების საშუალო რაოდენობა აპრილში იყო 6 რეისი, მაისში – 8, ივნისში – 9, ივლისში – 13, ხოლო აგვოსტოში – 14 რეისი.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის ყველაზე დატვირთულ დღეებში ბათუმის საჰაერო კარიბჭე ყველაზე მეტ რეისს თელ ავივის მიმართულებაზე მოემსახურა, საუბარია 10 ივლისსა და 11 აგვისტოს დღის განმავლობაში 5-5 ფრენაზე, ხოლო 4 აგვისტოს 6 ფრენაზე.
დაჯამებულად სამივე “ცხელ დღეს” ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შესრულებული ფრენების რაოდენობოით TOP-3 მიმართულებაში, პირველ და მეორე ადგილზე საერთაშორისო მიმართუილებაა, ხოლო მესამე პოზიციაზე შიდა. უფრო კონკრეტულად მეორე ადგილზე თეირანის მიმართულებაა, ხოლო მესამეზე ნატახტარის მიმართულება.