საქართველოში წმინდა ცეცხლს, როგორც ყოველთვის ჩარტერული ავიარეისით ჩამოიტანენ, თუმცა ამ დროისათვის უცნობია, რომელი ავიაკომპანია შეასრულებს აღნიშნულ სპეცრეისს. როგორც საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი სოციალურ ქსელში წერს, ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს წმინდა საფლავის ტაძრის ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან.

“წელს, მაცხოვრის საფლავის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაული განსხვავებულ პირობებში გაიმართება.
ღვთისმსახურებას 15-მდე აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენელი დაესწრება, ხოლო წმინდა ცეცხლის გაგზავნა მართმადიდებლურ ქვეყნებში მოხდება შესაბამისი დელეგაციებისა დ ისრაელის პოლიციის ესკორტის დახმარებით.

გაცნობებთ, რომ ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს წმინდა საფლავის ტაძრის ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან”, წერს ელჩი.