Airbus-მა თვითმფრინავის დეტალებს წარმოება შეაჩერა და დამცავი ნიღბების წარმოება დაიწყო. ესპანეთში მდებარე საწარმოში Airbus-მა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის შეცვლის გადაწყვეტილება COVID-19-ის გავრცელების ფონზე მიიღო.

საწარმოში Airbus-ი 20-ზე მეტი 3D პრინტერის მეშვეობით პერსონალურ დამცავ ნიღბებს აწარმოებს, რომელსაც გამჭვირვალე პლასტმასის ეკრანი აქვს და ექიმების თვალებსა და სასუნთქ ორგანოებს, დაავადებული პაციენტებისგან გამოყოფილი წვეთებისგან იცავს.

ასეულობით დამცავი ნიღაბი Airbus-მა საწარმოს მახლობლად განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებს უკვე მიაწოდა.

ესპანელებს ინდუსტრიული დახმარება გაუწიეს გერმანიის კოლეგებმა, სადაც 3D ბეჭდვის კვლევის ცენტრია განთავსებული.