მოგზაურები ავია ტრანსპორტით გადაადგილებისას ხშირად უსიამოვნო ინციდენტების მომსწრე არიან. მათი ბარგი შესაძლოა დაიკარგოს და პლანეტის ამა თუ იმ წერტილში ყოფნა საკუთარი ტანსაცმლის თუ პირადი ნივთების გარეშე მოუხდეთ.
გაინტერესებთ, რომელი ავიაკომპანიები კარგავენ ხშირად ბარგს?
American Airlines-ი, Expressjet Airlines-ი და Skywest Airlines-ი – ეს ის ავიაკომპანიებია, რომელიც ბარგის დამკარგავთა რეიტინგს ლიდერობენ. სწორედ ამ ავიაკომპანებთანაა ყველაზე დიდი ალბათობა ბარგის დაკარგვის ან დაზიანების.
რეიტინგის საპირისპირო მხარეს ლიდერთა პოზიციაზე კი Virgin Airlines-ი, Alaska Airlines-ი და Jetblue Airways-ი არიან. ირკვევა, რომ ამ ავიაკომპანიებს განსაკუთრებული მიდგომა აქვთ ბარგის მიმართა და ალბათობა იმისა, რომ ის დაიკარგოს ან დაზიანდეს მინიმალურია.
მაგალითისთვის საახალწლო პერიოდში ავიაკომპანია Virgin Airlines-ს ყოველი 1000 ბარგიდან 1,56 ბარგი დაეკარგა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ლიდერი Spirit Airlines-ი იყო, რომელმაც ყოველი 100 ბარგიდან 1,62 ბარგის დაკარგვა “მოახერხა”. ანალოგიურ პერიოდში საკმაოდ არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი ჰქონდა Skywest Airlines-ს, რომელმაც 1000-დან 4.44 ერთეული ბარგი დაკარგა.
ექსპერტების თქმით, ბოლო წლებში დაკარგული ბარგის რაოდენობა თანდათან იკლებს.