ყველაზე სუფთა პლაჟების მქონე ქვეყნების სამეულში, რომლებთაც “ცისფერი დროშის” ჯილდო აქვთ მინიჭებული ესპანეთი, საბერძნეთი და თურქეთში შედიან.
როგორც 34travel-ი წერს, ესპანეთის 669 პლაჟი საუკეთესოდ აღიარეს, ხოლო საბერძნეთის 515 პლაჟმა “ვერცხლი” აიღო.
ქალაქების მიხედვით, რეკორდი დაამყარა ანტალიამ, რომლის 202 პლაჟი “ცისფერი” დროშით დაჯილდოვდა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2018 წელს ანტალიის მაჩვენებელი 200 პლაჟი იყო.
2019 წლის მაჩვენებლებით, მსოფლიოში “ცისფერი დროშა” 3797 პლაჟსა და 695 ნავმისადგომს მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ ამა თუ იმ პლაჟებზე “ცისფერი დროშის” გადაცემის პრაქტიკა 1987 წლიდან არსებობს.
ლურჯი დროშა ეს არის ხარისხის პლატფორმის სერტიფიკატი. პლაჟები ფასდება 27 ქულიანი შკალით. სერტიფიცირება ხდება ყოველწლიურად საცურაო სეზონის დაწყებამდე. ასეთი დროშის ყოფნა ძალიან პრესტიჟულია.