მოგზაურობის დროს კავშირზე ყოფნა ერთობ მნიშვნელოვანია. ტურისტების დასახმარებლად ინტერნეტის სიჩქარის ტესტის საიტმა Ookla-მ გამოაქვეყნა იმ ქალაქების სია, რომლებსაც აქვთ ინტერნეტის ყველაზე მაღალი სიჩქარე.
გლობალური Speedtest ინდექსის შედგენისას ექსპერტებმა 2023 წლის მარტში 179 ქვეყნის 200 ქალაქში მობილური ინტერნეტისა და ინტერნეტის საშუალო სიჩქარე გაანალიზეს.
ასე რომ, იმ მეგაპოლისების ჩამონათვალი, სადაც ყველაზე სწრაფი ინტერნეტია ასე გამოიყურება:
1. არ-რაიან, კატარი (ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 2023 წლის მარტში – 223,87 Mbps);
2. დუბაი, UAE (210.70 Mbps);
3. კოპენჰაგენი, დანია (198,92 Mbps);
4. აბუ დაბი, UAE (179.63 Mbps);
5. ოსლო, ნორვეგია (177.06 Mbps).
უსწრაფესი მობილური Wi-Fi-ის მქონე ქალაქების ტოპ ათეულში ასევე მოხვდნენ რიადი (საუდის არაბეთი), დოჰა (კატარი), პეკინი (ჩინეთი), შანხაი (ჩინეთი), სტოკჰოლმი (შვედეთი).
ქალაქები ყველაზე სწრაფი ფართოზოლოვანი კავშირით:
1. პეკინი, ჩინეთი (ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 2023 წლის მარტში – 264,92 Mbps);
2. აბუ დაბი, UAE (261.97 Mbps);
3. შანხაი, ჩინეთი (232.08 Mbps);
4. ბანგკოკი, ტაილანდი (224,67 Mbps);
5. ნიუ-იორკი, აშშ (224.41 Mbps).
ასევე ყველაზე მაღალი ფართოზოლოვანი სიჩქარის მქონე ქალაქების ათეულშია ლიონი (საფრანგეთი), ვალპარაისო (ჩილე), კოპენჰაგენი (დანია), მადრიდი (ესპანეთი) და ბუქარესტი (რუმინეთი).