უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ SkyUp Airlines-მა თავისი Boeing 737-800-სთვის, რომლის ევაკუაციაც ბორისპოლის აეროპორტიდან აპრილის დასაწყისში შეძლო, სამუშაო იპოვა.

თვითმფრინავი, რომლის სარეგისტრაციო ნომერიცაა UR-SQP, წელიწადზე მეტია უკრაინის უდიდეს აეროპორტში უმოქმედოდ იყო. ეს იყო ერთადერთი ბორტი SkyUp Airlines-ის ფლოტში, რომლის უკრაინიდან გასაყვანადაც ავიაკომპანიას დრო აღარ ეყო.

4 აპრილს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პილოტები ბორისპილიდან აფრინდნენ და დაეშვნენ რუმინეთის იასის აეროპორტში. ევაკუაცია საიდუმლო ატმოსფეროში მიმდინარეობდა.

ონლაინ რადარის Flightradar24-ის თანახმად, Boeing 737-800 UR-SQP 27 აპრილს გაფრინდა იასიდან კიშინიოვში და ახლა ახორციელებს ფრენებს მოლდოვის ავიაკომპანია Air Moldova-ის დაკვეთით ევროპის ქალაქებში.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ SkyUp Airlines​-მა შეცვალა სამუშაო მოდელი. თუ ადრე ავიაკომპანია ახორციელებდა საკუთარ რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს, ახლა ის ეკიპაჟებთან ერთად სველი იჯარით აწვდის თვითმფრინავებს სხვა ავიაკომპანიებს, რომლებიც ფლოტის დეფიციტს განიცდიან.