კომპანია App Annie-ს ანალიტიკოსებმა ყველაზე iOS მოწყობილობიდან ყველაზე ხშირად გადმოწერადი აპლიკაციების რეიტინგი შეადგინა, რომლის ლიდერიც Facebook-ია.
„ტოპ-10“-ში ასევე მოხვდა Facebook Messenger, YouTube, Instagram, WhatsApp Messenger, Google Maps, Snapchat, Skype, WeChat დ QQ.
რაც შეეხება თამაშებს, App Store-დან მომხმარებლები ყველაზე ხშირად იწერენ: Candy Crush Saga, Subway Surfers და Fruit Ninja.
App Annie-ს მონაცემებით, 2010-2018 წლებში App Store-დან ამა თუ იმ პროგრამის გადმოწერა მოხდა 170 მლრდ-ჯერ, საიდანაც 30,5 მლრდ-ი 2017 წელზე მოდის.
App Store-დან პროგრამების გადმოწერის მხრივ ლიდერობენ შემდეგ ქვეყნები: აშშ, ჩინეთი, იაპონია და დიდი ბრიტანეთი.