მთავარი სლაიდერზე საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკასთან სავიზო რეჟიმი გამარტივდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკასთან სავიზო რეჟიმი გამარტივდა

87

კორეის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან და საიმიგრაციო სამსახურთან ბოლო პერიოდში კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ჩატარებული ინტენსიური მუშაობის შედეგად, კორეის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ.

სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის 1-5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და იგი შეეხება უმაღლესი განათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს (კერძო სექტორი, სამედიცინო და ა.შ.) წარმომადგენლებს.

სავიზო რეჟიმის გამარტივებამდე გაიცემოდა კორეის რესპუბლიკის ერთჯერადი და მაქსიმუმ, ერთწლიანი ვიზა. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა გაცილებით შემცირდება და ვიზის საფუძველზე კორეაში ერთჯერადად ყოფნის ვადა გაიზრდება 30-დან 90 დღემდე.

ახალი ტიპის, მრავალჯერადი და უფრო ხანგრძლივი ვიზები განსაკუთრებით გაუმარტივებს ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სხვა სფეროებში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეებს კორეელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და აგრეთვე ტურიზმის განვითარებას.