კომპანია Ookla-მ, რომელიც ვებ-ტესტირებებს ეწევა, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი უფასო Wi-Fi-ის მქონე აეროპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი შედგენილია 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით. ექსპერტებმა აეროპორტებში ინტერნეტის სიჩქარე შეაფასეს და საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ მხრივ ლიდერები ამერიკის აეროპორტები არიან.
რეიტინგის სათავეშია სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტი ინტერნეტის ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარით 176.25 Mbps. მას მოსდევს სიეტლ-ტაკომა, დალასი/ფორტ უორტი და ჩიკაგო ო’ჰარე. ასევე მსოფლიოში ყველაზე სწრაფი უფასო Wi-Fi-ის მქონე საჰაერო აეროპორტების ათეულში არიან ჰარტსფილდ-ჯექსონ ატლანტა, ლოს-ანჯელესი და დენვერი. ათეულს ხურავს დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, ამსტერდამის სხიპჰოლის და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტები.
ეს ჰაბები ემსახურება მგზავრებს მთელი მსოფლიოდან. მათთვის, ვინც ელოდება დამაკავშირებელ ფრენებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ხარისხი, განსაკუთრებით ვიდეოზარებისთვის. სან-ფრანცისკოსა და სიეტლ-ტაკომას აეროპორტებს აქვთ ჩატვირთვის საუკეთესო სიჩქარე.
როგორც Ookla-ს კვლევამ აჩვენა ლაუნჯებში Wi-Fi ხშირად უფრო სწრაფია, ვიდრე აეროპორტის სხვა ნაწილებში. ჩიკაგოსა და სან-ფრანცისკოს United Club-ის პირად დარბაჯებში ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარეა შესაბამისად 246.17 და 244.37 Mbps, Alaska Lounge-ში – 238.59 Mbps.
აშშ-ს ფარგლებს გარეთ, აეროპორტის მოცდის დარბაზებში ინტერნეტის სიჩქარე მკვეთრად განსხვავდება.
Ookla-ს ექსპერტები განმარტავენ, რომ უფრო ადვილია Wi-Fi-ის დაყენება მცირე ფართობზე, ვიდრე მთელი აეროპორტის მომსახურება რამდენიმე ტერმინალით. ამიტომ, ლაუნჯის სტუმრები იძულებულნი არიან მეტი პრივილეგიებისთვის გადაიხადონ.