საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 2-2 რეისს ნიშნავს.

ხუთშაბათს, 26 მაისს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით არსებული განრიგის გარდა, დამატებით კიდევ ერთი ფრენა 13:30  საათზე შესრულდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტრის მიმართულებით – 15:15 საათზე განხორციელდება.

ასევე, 26 მაისს, ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-ამბროლაური 16:30 საათზე, ხოლო ამბროლაური-ნატახტრის მიმართულებით 17:45 საათზე.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. დამატებით რეისებზე მოთხოვნა გაზრდილმა მგზავრთნაკადმა გამოიწვია.