2023 წლის აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 262 329 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობის 79%-ია, ხოლო 2022 წლის აპრილის მონაცემებთან შედარებით, 53%-იანი ზრდაა.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის აპრილში 44 160 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 24%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 21%-ით აღემატება.