გერმანიაში გადადებული ფრენების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა: 2023 წლის პირველ კვარტალში საჰაერო მგზავრების 30%-ით დაგვიანებით გაემგზავრა.

გაფიცვები, ტექნიკური პრობლემები და პერსონალის დეფიციტი, – ეს ის ძირითად მიზეზებია რამაც გერმანიაში საგრძნობლად შეზღუდა საჰაერო მიმოსვლა 2023 წლის პირველ კვარტალში. საჰაერო მგზავრების უფლებების შესახებ პორტალის Airhelp-ის ამჟამინდელი ანალიზის მიხედვით, 15 მილიონიდან 5 მილიონი მგზავრი დაზარალდა ფრენების შეფერხებით.

ამრიგად, ფრენის შეფერხებამ გერმანიაში დაახლოებით ყოველი მესამე მგზავრზე იმოქმედა. 2022 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი იყო – 17%.

ირკვევა, რომ მგზავრების  შეყოვნება/დაგვიანება ყველაზე ხშირად ფრანკფურტის აეროპორტში ხდებოდა  – 5,6 მილიონი მგზავრიდან 2,1 მილიონი მგზავრი, თითქმის 39%, დაგვიანებით გაემგზავრა. ეს ნიშნავს, რომ აეროპორტის მდგომარეობა გაუარესდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც დაგვიანებები მხოლოდ 23% იყო.

მეორე ადგილზეა ჰანოვერის აეროპორტი. აქ 80 000  მგზავრი დაგვიანებით აფრინდა – თითქმის 30%.

მესამე ადგილზეა დედაქალაქის ბერლინის BER აეროპორტი. დაახლოებით 28% (522,000 საჰაერო მგზავრი) გაემგზავრა ბერლინის აეროპორტიდან დაგვიანებით 2023 წლის პირველ კვარტალში. 2022 წელს ბერლინის აეროპორტმა მგზავრების დაახლოებით 15% დააგვიანა.