იმისათვის რომ სათაურში დასმულ კითხვას გაეცეს პასუხი პირველ რიგში აუცილებელია გლობალური კონტექსტის განხილვა. ეს მოგვცემს საშუალებას გვერკვეთ ადგილობრივ საჭიროებებში.

გლობალური კონტექსტი

UNWTO-ს მონაცემებით  2020 წლის ბოლომდე მსოფლიო ტურიზმში მოხდება შემდეგი რამ:

  • 850 მილიონიდან 1,1 მილიარდამდე საერთაშორისო მოგზაურის კლება
  • 910 მილიარდიდან – 1,2 ტრილიონამდე ამერიკული დოლარის შემოსალვის კლება
  • 100-120 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვის პერსპექტივა

ეს ყველაფერი კი, იგივე UNWTO-ს მაგალითით, არის 3-ჯერ მეტი დანაკარგი ვიდრე 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისას განიცადა გლობალურმა ეკონომიკამ.

„ამ უპრეცენდენტო ვარდნას აქვს დრამატული გავლენა სოციალურ და ეკონომიკურ გარემოზე, მილიონობით ბიზნესს და სამუშაო ადგილს აყენებს დარტყმის ქვეშ,“ – გვაფრთხილებს UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი – „ეს კი პირდაპირ მიუთითებს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის აუცილებლობას დროული და კოორდინირებული მოქმედებებით.“

იგივე პოზიციას იზიარებს სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, WHO, ICAO, IATA და აცხადებენ, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე (ამ მომენტიში არსებული მეორე ტალღა ჯერ ამის საშუალებას არ იძლევა) ტურიზმის გლობალური ინდუსტრია უნდა გადავიდეს  უნიფიცირებულ მიდგომაზე. ეს კი, მათი განცხადებით, არის კარანტინის მექანიზმის გაუქმება და სწრაფი ტესტების დანერგვა საერთაშორისო ტურისტებისთვის საერთაშორსო საზღვრებზე. თუ ეს ასე არ მოხდება ტურიზმის აღდგენის ქვემოთ მოყვანილი წინასწარმეტყველება კიდევ უფრო პესიმისტურ სახეს მიიღებს.

პროგნოზი კი ასეთია:

  • UNWTO – საერთაშორისო ტურისტული ნაკადები დაუბრუნდება პირვანდელ ნიშნულს 2,5 – 4 წლის განმავლობაში.
  • IATA – საერთაშორსი ტურისტულ ნაკადების აღდგენა მოხდება 4 წელიწადში.

ამ პროგნოზებთან ერთად, თუ ზემოთ ნახსენებ 2009 წლის მსოფლიო კრიზის მაგალითსაც გავიაზრებთ, რომლის შემდგომაც ტურიზმის აღდგენას დასჭირდა ერთი წელი, მივხვდებით რომ ეს ისტორიული გაკვეთილიც იგივე არითმეტიკაზე გვესაუბრება – აღდგენა მოხდება 3 წელიწადში (რადგანაც COVID-19-ის დარტყმა მსოფლიო ეკონომიკაზე 3-ჯერ მეტია ვიდრე იგი იყო 2009 წელს).

ზემოაღნიშნული მიმოხილვის საფუძველზე ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საშუალოდ 3 წლის განმავლობაში ქვეყნებს მოუწევთ შიდა ტურისტებზე ფოკუსირება. სწორედ ამიტომაც UNWTO გვთავაზობს ანალიზს იმისა, თუ რას აკეთებენ ან გააკეთებენ ქვეყნები, მსოფლიოს მასშტაბით, შიდა ტურიზმის სტიმულირების მხვრივ. მოგიყვანთ რამოდენიმე საინტერესო მაგალითს:

სლოვენია, პოლონეთი, რუმინეთი

ვაუჩერების სისტემის დანარგვა შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირებისთვის.

კოსტა რიკა

უქმე დღეების გახანგრძლივების სტიმულირება: 2020 და 2021 წლის ყველა დღესასწაული გადაწეულ იქნა ორშაბათ დღეს.

არგენტინა

შიდა ტურიზმის ობსერვატორია ადგილობრვი ტურისტის ქცევაზე მუდმივ რეჟიმში დაკვირების მიზნით.

ავსტრალია

უფასო ონლიან ტრენინგ პლატფორმა ტურისტული სააგენტოებისთვის, რათა გაეცნონ ნაკლებად ცნობილ რეგიონებს, რომ შემდეგ ეს შესთავაზონ ადგილობრივებს.

პარაგვაი

ავითარებს და პოპულარიზაციას უწევს ადგილობრივებში ნაკლებად ცნობილ ტურისტულ პროდუქტებს: ფრინველებზე დაკვირვება, სოფლად ტურიზმი, ეკო-ტურიზმი, გასტრონომიული ტურიზმი.

ქართული კონტექსტი

საერთაშორისო ტურიზმის შედეგები

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანალიტიკური დოკუმენტაციის გააზრების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ტურიზმში გვექნება შემდეგი სურათი:

  • საშუალოდ 70-80% საერთაშორისო ვიზიტორების კლება
  • საშუალოდ 7-8 მილიარდი ლარის  (2,5 მილიარდი $) შემოსავლების კლება
  • საშუალოდ 50 000 სამუშაო ადგილის დაკარგვის პერსპექტივა

შიდა ტურიზმის რესურსები

მართალია ჯერ არ არის დათვლილი რამდენი დაიხარჯა შიდა ტურისტების მიერ საქართველოში წლევანდელ წელს, მაგრამ ვიცით გასულ წლებში ქართველების მიერ გაწეული დანახარჯები ქვყნის ფარგლებში და მის გარეთ. სურათი ასეთია:

  • დანახარჯები საზღვარგარეთ საშუალოდ 2 მლრდ.₾
  • დანახარჯები ქვეყნის შიგნით საშუალოდ 1,8 მლრდ. ₾

შესაბამისად, ჯამში, ქართველ მოგზაურს გააჩნია 3-4 მლრდ. ₾-ის რესურსი.

დასკვნა – რისთვის უნდა ემზადებოდის საქართველო ტურზმის აღდგენის პროცესში?!

საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით მკაფიოდ იკვეთება 2 საკითხი, რომელზეც დაუყონებლივ არის სამუშაო აღდგენის პროცესი დროული დაწყების მიზნით (აქ შეგნებულად არ ვსაუბრობთ საგადასახადო და ფინანსურ ინსტიტუტიციებთან არსებულ ვალდებულებების შემსუბუქების აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებებზე, რომელიც აღდგენას ხელს არ უწყობს, მაგრამ ეხმარება ინდუსტრიას სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში):

  • შიდა ტურიზმის სტიმულირება
  • საერთაშორისო მოგზაურობის უნიფიცირებული მიდგომასთან ინტეგრირება

შიდა ტურიზმის სტიმულირება

აუცილებელია კერძო სექტორმა და ქართველმა ტურისტმა მალევე იცოდეს თუ როგორ მიიღოს სარგებელი შიდა ტურიზმისგან. ამისათვის კი საჭიროა ვიცოდეთ სახელმწიფოს კონკრეტული მონახზი, რაც როგორ ბიზნესების, ასევე კერძო მოგზაურის მომავალ გეგემებს გარკვეულ კონტურებს შესძენს. როგორც დავინახეთ, ქართველი შიდა ტურისტების ფინანსური რესურსი ნორმალურ პირობებში არის 3-4 მლრდ ₾, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ციფრი 2021-ში გაცილებით დაბალი იქნება, მაგრამ მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაჭირვებაში მყოფი ქართული ბიზნესისთვის. მეორეს მხვრივ კი, ქართველი ტურისტის კიდევ უფრო შესუსტებული მსყიდველუნარიანობა საჭიროებს გარკვეულ სტიმულს, რათა ეს მინიმალური რესურსიც კი იქნას რეალიზებული (რამდენი დარჩა ქართველ ტურისტს 3-4 მლრდ. ₾-დან? 1-2 მლრდ. ₾? რთული სათქმელია?!).

ამ გადმოსახედიდან კი ყველაზე უპრიანი მოსჩანს ვაუჩერების სისტემის დანერგვა, რომელიც ეკონომიკაში ფულის პირდაპირი ინექციას და ქართველი ტურსტის მსყიდველუნარიანობის პოტენციალის გაზრდას ნიშნავს. (აღსანიშნავია, რომ ამ მოდელზე მუშაობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი განხორციელება ვერ მოხდა). მოგეხსენებათ სოცაილური დახმარებები, გადავადებული გადასახადები და საბანკო ვალდებულებები არ იწვევს ფულადი სახსრების მიმოქცევის [cash flow] გაზრდას და ვერ აჯანსაღებს ეკონომიკას. ამიტომ თუ სახელმწიფო იტყვის, მაგალითისთვის, რომ აპირებს 500 მლნ. ₾-ის ვაუჩერების ჩაშვებას ბაზარზე, ეს გამოიწვევს მორალურ და შემდგომ ფინანსურ გაჯანსაღებას ტურიზმის ინდუსტრიის მოთამაშეებისა, რადგანაც მათ ეცოდინებათ, რომ მომავალი ტურისტული სეზონისთვის ბაზარზე იარსებებს გარანტირებული გარკვეული რაოდენობის თანხა (ეს ასევე, მომავლის გარანტირებული შემოსავლების იმედად, ხელს შეუწყობს ბიზნესების გარკვეული წილის შენარჩუნებას).

საერთაშორისო მოგზაურობის უნიფიცირებული მიდგომასთან ინტეგრირება

ამ მიმართულებითაც სახელმწიფოს როლი არის სასიცოხცლოდ მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე რთულია ითქვას ემზადება თუ არა სახელმწიფო სწრაფი ტესტების დანერგვის და საკარანტინო მექანიზმის გაუქმების მიმართულებით?! ასევე რთულია ითქვას თუ როგორ უნდა გააკეთოს ჩვენი მსგავსი მწირი რესურსების ქვეყანამ ეს ყველაფერი, თუმცა ფაქტი ერთია: როცა ასეთი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები (WHO, UNWTO, ICAO, IATA) ერთხმად აცხადებენ უნიფიცირებული მიდგომის დანერგვის აუცილებლობას (სწრაფი ტესტების დანერგვა, კარანტინის მექანიზმის გაუქმება), მალე ეს რეალობად გადაიქცევა და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ უმტკივნეულოდ და სწრაფად ჩავერთოთ საერთაშორისო ტურისტული ნაკადების ადმინისტრირების ამ უნიფიცირებულ გლობალურ სისტემაში.

პ.ს. ყოველივე ზემოღნიშნულის დანარეგვა, მართვა და მუდმივი დახვეწა წარმოუდგენელი იქნება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, რისთვისაც მზადება უკვე დასაწყებია! ამ მიმართულებით კარგი მაგალითია სინგაპური, რომელის მთავრობამ, ქვეყნის უმსხვილეს ბანკთან თანამშრომლობით, დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიის მხადაჭერის პროგრამა უკონტაქტო გადახდების, სერვისების დისტანციური შეძენის და ტურისტული საწარმოების ციფრული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.

მამუკა ბერძენიშვილი – ტურიზმის ინსტიტუტი – tourister.ge