აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI – Airports Council International) გათვლებით აეროპორტების დატვირთულობა პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება 2024 წლისთვის.
2020 წლის დადგომამდე მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები ყოველწლიურად მგზავრთა ნაკადების 3.5%-ან ზრდას აფიქსირებდნენ, მაგრამ პანდემიის დადგომის შემდგომ 2020 წლის პირველი ნახევარში ისინი 58% -იანი კლებას განიცდიან.
2019 წელს ატლანტა და პეკინი იყო ყველაზე დატვირთული აეროპორტები მსოფლიოში, შესაბამისად პირველმა მიიღო 110 მილიონი მგზავრი, ხოლო მეორემ 100 მილიონი. დღეს კი ისინი მგზავრების ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდნენ, რაც ატლანტასთვის 57%-იანი კლებაა, ხოლო პეკინისთვის 74% 2020 წლის პირველ ნახევარში. შესაბამისად ACI-ის გათვლებით აეროპორტების შემოსავალი დაიკლებს 60%-ით მიმდინარე წელს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლუის ფელიპე დე ოლივეირას, განცხადებით აუცილებელია მსოფლიო უნიფიცირებული მიდგომის გამოყენება, რათა დროულად დაიძლიოს გამოწვევა, ამას კი ისინი ხედავენ ყველა სახელმწიფოში და აეროპორტში სწრაფი ტესტების დანერგვაში, რაც თავისთავად გამორიცხავს კარანტინის მექანიზმის არსებობას.
საბოლოო ჯამში აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაცია (IATA) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) თანხმდებიან იმაზე, რომ აუცილებელია სწრაფი ტესტების დანერგვის მსოფლიო უნიფიცირებული მიდგომის შემუშავება და კარანტის მექანიზმის გაუქმება. ეს დროულად აღადგენს ნდობას მოგზაურობის მიმართ, რაც ტურიზმის ინდუსტრიის ხელახლა ამუშავების წინაპირობაა.
წყარო: tourister.ge