Georgian Airways-ის ავიაპარკის გამორჩეული ხომალდი – Bombardier Global 6000.

VIP კატეგორიის, 14-ადგილიანი ავიახომალდი განკუთვნილია კერძო ფრენებისთვის.

მგზავრებს ფრენის დროს დახვდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, კომფორტული სივრცე, ტემპერატურა და ტენიანობა ბორტზე შეესაბამება ჩვეულ გარემოს.

კომფორტული, მაღალი კლასის მომსახურების გარდა, ხომალდის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი რეისების შესრულებაა. Bombardier Global 6000-ით შესაძლებელია უწყვეტი ფრენების განხორციელება თბილისი-ვაშინგტონისა და თბილისი-ტოკიოს მიმართულებით.