AZAL-i ბაქოდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს 19 მარტიდან განაახლებს.
„პირველ ეტაპზე კვირაში სამი რეისი ამოქმედდება – სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას. აპრილიდან ამ მიმართულებით კვირაში 9 რეისი განხორციელდება“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

AZAL-მა ისრაელში მომხდარი მოვლენების გამო ფრენები თელ-ავივის მიმართულებით 2023 წლის ოქტომბერში შეაჩერა.