ფრენის შიში ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე გვგონია. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი განიცდის ავიაფობიას — ზოგისთვის ეს მსუბუქი დაძაბულობაა, ზოგისთვის კი — პანიკის ზღვარზე ყოფნა. და მაინც, ეს არ ნიშნავს სისუსტეს. შიში ბუნებრივი რეაქციაა იმაზე, რაც ჩვენ კონტროლს მიღმაა — და სწორედ ამიტომ, ეს შიში იმსახურებს გათვითცნობიერებას და არა დანებებას.

კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 2.5%–3% ავიაფობიით იტანჯება, ხოლო დაახლოებით 40%- ფრენის წინ უჩნდება სტრესი ან შფოთვაიქნება ეს ტურბულენტობის შიში, სიმაღლის შიში, კონტროლის დაკარგვის განცდა თუ უბრალოდ უცნობი პროცესების მიმართ უნდობლობა. მაგრამ სიახლე კარგი გვაქვს: შიშის მართვა შესაძლებელია

პირველ რიგში, დავსვათ შეკითხვა, თუ რატომ გვეშინია ფრენის?

ფრენა, რაც არ უნდა უსაფრთხო იყოს, ჩვენი ტვინისთვის არაბუნებრივი პროცესია. სიმაღლე, ხმაური, ჩაკეტილი სივრცე და კონტროლის ხელიდან გაშვება – ეს ყველაფერი ერთად აქტიურდება თვითგადარჩენის სისტემაში.

მაგრამ რეალურად, თვითმფრინავი არის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი. ავიაკატასტროფების ალბათობა არის 1:11 მილიონზე. შედარებისთვისსამანქანო ავარიაში მოხვედრის ალბათობა 1:500-ზეა. გაურკვევლობის ფონზე, გონება ხშირად ვერ აფასებს რეალურ რისკებსმაგრამ რაც უფრო მეტი ვიცით, მით უფრო ვმშვიდდებით.

როგორ გამოვიცნოთ, რომ შფოთვა გვიახლოვდება?

ფრენის შიშის სიმპტომები შეიძლება იყოს: დაჩქარებული გულისცემა, სუნთქვის გაძნელება, ხელების ოფლიანობა, პანიკის შეტევა ან გაბრუება, ობიექტური ფიქრის დაკარგვა.თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევანელოთ ან შევაჩეროთ ეს პროცესი.

რჩევები, რომლებიც ნამდვილად ეფექტურია:

  • ნუ დამალავთ შიშ: ფრენის წინ ან ბორტზე თამამად აღიარეთ ფრენის წინ ცოტა ვნერვიულობ ხოლმე, ხანდახან ვშფოთავ კიდეც. ეს გამბედაობის გამოვლინებაა – და ამით შინაგანად თქვენს თავს ეუბნები: მზად ვარ, ჩავხედო საკუთარ შიშს თვალებში. პრობლემის აღიარება ხომ პირველი ნაბიჯია, რომელსაც მისი მოგვარებისკენ ვდგამთ!
  • დაიხმარე სუნთქვაგამოიყენე 4-7-8 მეთოდი: ჩაისუნთქეთ 4 წამის განმავლობაში, შეიკავეთ სუნთქვა 7 წამი და ამოისუნთქეთ 8 წამის განმავლობაში. ეს ტექნიკა აქტიურად გამოიყენება შფოთვის შესამცირებლად და დაახლოებით 1-2 წუთში იწყებს მოქმედებას.
  • მოემზადე ვიზუალურადნახე როგორია ფრენის გამოცდილება: თუკი წინასწარ მიიღებთ აეროპორტის პროცედურების და ჩასხდომის გამოცდილებას, დაათვალიერებთ თვითმფრინავის ინტერიერს და მოუსმენთ ბორტგამცილებლებს, მაშინ ფრენის გამოცდილება, ბევრად უფრო ნაცნობი გახდება. Wizz Air-ის YouTube არხზე ან Instagram-ზე შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი, რაც წინასწარ მომზადებაში დაგეხმარებათ. რაც მეტს ხედავთ, მით ნაკლები გაურკვევლობა დარჩება.
  • შეარჩიე ადგილი ფრთებთან ახლოს: საიდუმლოს გაგიმხელთ – ტურბულენტობა ყველაზე ნაკლებად იგრძნობა ფრთების მხარეს. გარდა ამისა, შეარჩიეთ ისეთი ადგილი, რომელიც თქვენ გგვრით სიმშვიდეს – ზოგისთვის ეს ფანჯარაა, ზოგისთვის კი გასასვლელი. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პრეფერენციების მიხედვით და აარჩიოთ ემოციურად ყველაზე უსაფრთხო ადგილი.
  • სხვა გამოცდილებით დატვირთეთ ტვინი მუსიკა, ფილმები, პოდკასტები, წიგნები: რომელია თქვენი საყვარელი აქტივობა? წაიღეთ საყვარელი წიგნი, რომელიც ყოველ ჯერზე, თავიდან გითრევთ და გავიწყებთ რეალობას; შექმენით სპეციალური Flying Playlist – მუსიკით, რომელიც გაწყნარებს; გადმოწერეთ ფილმები და პოდკასტები — არჩევანი თქვენზეა, უბრალოდ მიეცით ტვინს გასართობი და დაძლიეთ შფოთვა.
  • და ბოლოს, მუდამ გახსოვდეთ, შიში არ არის სისუსტეის ჩვენი ტვინის თავდაცვის მექანიზმია. მაგრამ როცა ჩვენ ვსწავლობთ მის მართვას, ვცვლით არა მხოლოდ ფრენის გამოცდილებას, არამედ ვცვლით საკუთარ თვითშეფასებასაც. არაფერია იმაზე ამაღელვებელი, როცა თვითმფრინავი ცისკენ მიიწევს და აანალიზებშენ ეს შეძელი.