ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში საჰაერო მგზავრობის ხარჯები კვლავ იზრდება, ტრანსატლანტიკური მგზავრობის ტარიფები ივნისში პანდემიამდელ დონეს აჭარბებს. ამის შესახებ Skytra-ს ავიაბილეთის სისტემის მონაცემებმა მიუთითა.
„ჩრდილოეთ ამერიკაში ავიაბილეთების ახალი მაღალი მაჩვენებელი მაისში დაფიქსირდა. მას შემდეგ ზრდა გრძელდება და ჩვენ ახალი პიკი დავაფიქსირეთ ივნისის შუა რიცხვებში. ტენდენცია, როგორც ჩანს, გაგრძელდება“, – ამბობს Airbus-ის შვილობილი კომპანია, Skytra-ს თანადამფუძნებელი ელისა ვებერი.
საწვავის მაღალი ფასები და პანდემიის შემდგომ მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნა ავიაბილეთების ფასის ზრდას განაპირობებს. ვითარება ზაფხულში არ შეიცვლება, გვაფრთხილებენ ექსპერტები.
„ათწლეულების განმავლობაში, ავიაბილეთის ფასები მცირდებოდა მოცულობის მატებასთან ერთად, მაგრამ ახლა ისინი იზრდება. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპაში ტარიფები ჯერ კიდევ პანდემიამდელი დონის ქვემოთაა“, – აღნიშნავს ვებერი.