15 ივლისს 260 000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა თურქული ავიაციის ფლაგმანის Turkish Airlines-ის (THY / Türk Hava Yolları) მომსახურებით. ავიაკომპანიის ფრენების დატვირთულობამ კი 87 პროცენტს მიაღწია. აღნიშნული მონაცემები სოციალურ ქსელში ავიაკომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იაჰია უსტიუნმა გამოაქვეყნა.

“ფლოტის ახალი თვითმფრინავებით შევსება, ფრენის ახალი მიმართულებების გახსნა მთელს მსოფლიოში, პერსონალის მზარდი რაოდენობა და, შედეგად, რეკორდი“, – ნათქვამია Turkish Airlines-ის წარმომადგენლის გზავნილში.

უსტიუნმა აღნიშნა, რომ პარასკევი, 15 ივლისი ყველაზე დატვირთული დღე იყო Türk Hava Yolları-სთვის ავიაკომპანიის დაარსების დღიდან