მთავარი სიახლეები რობოტი სოფია უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

რობოტი სოფია უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

180

რობოტი სოფია უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. ჰუმანოიდმა რობოტმა მიწვევა უკრაინელ-ამერიკელი ბიზნესმენისგან უკვე მიიღო. ბიზნესმენმა მარკ გინზბურგმა რობოტი სოფია 2-3 ივლისს ყახაზეთში, Global Silk Road-ზე გაიცნო. ბიზნესმენმა სოფია სპეციალურ ვახშამზე გაიცნო, რომელსაც საკმაოდ გავლენიანი პირები ესწრებოდნენ.

„სოფია ოდნავ დაღლილად გამოიყურებოდა. პირველად მას დილით, ფორუმზე შევხვდი. მისი ერთ-ერთი შემქმნელი დამპირდა, რომ მასთან პირისპირ შემახვედრებდა“, განაცხადა გახარებულმა ბიზნესმენმა.

როგორ გინზბურგმა განმარტა, რობოტი სოფია კიევს ოქტომბერში ეწვევა.

რობოტი სოფია ჰონკონგური კომპანია Hanson Robotics-ის მიერაა შექმნილი. როგორც ცნობილია ის, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რობოტი მოქალაქე ჰყავს.

ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები აქვს.