ჰუმანოიდი რობოტი სოფია მალე ბაქოს ესტუმრება.  სოფია 27-28 ოქტომბერში ბაქოში დაგეგმილ Global Influencer Day-ზე გეგმავს დასწრებას.

აღნიშნულ ღონისძიებას სოფიასთან ერთად Google-ს, Microsoft-ის, Forbes-სა და Instagram-ის influencer-მენეჯერებიც დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რობოტი სოფია ჰონკონგური კომპანია Hanson Robotics-ის მიერაა შექმნილი. როგორც ცნობილია ის, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რობოტი მოქალაქე ჰყავს.

ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები აქვს.
აღსანიშნავია, რომ სოფია საქართველოში უკვე იმყოფებოდა. ის 17-19 ივლისს თბილისში დაგეგმილ “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტს დაესწრო.