Malaysia Airlines-ის გაუჩინარების მიზეზი ვერ დგინდება. ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის გაუჩინარებული Boeing-777-ის ბედი, რომელიც მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურიდან ჩინეთის დედაქალაქ პეკინის მიმართულებით ასრულებდა რეისს, კვლავ ამოუცნობია. ინციდენტი 2014 წლის 8 მარტს მოხდა და ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა.
სამძებრო ჯგუფმა დღემდე ვერ შეძლო დაედგინა ის მიზეზი, რის გამოც ლაინერი რადარებიდან გაუჩინარდა. მით უმეტეს, რომ დღემდე არც თვითმფრინავის ნაწილებია ნაპოვნი.

როგორც The Guardian-ი წერს, მალაიზიური მხარის მკვლევარებმა საკუთარი დასკვნა უკვე დადეს, სადაც წერია, რომ „ჩვენ თვითმფრინავის დაკარგვის მიზეზს ვერ ვადგენთ“.

აღნიშნული რეისის შესახებ ცნობილია, ,ხოლოდ ის, რომ აფრენიდან 1 საათში თვითმფრინავთან ყოველგვარი კავშირი გაწყდა, რის შემდეგაც მის ძებნაში არაერთი სახელმწიფო ჩაერთო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავმა მარშრუტი შეიცვალა და გეზი ინდოეთის ოკეანის სამხრეთისკენ აიღო, სადაც რამდენიმესაათიანი ფრენის შემდეგ გაქრა.  

ძებნის ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც ჰაერიდან, ისე წყლის ქვეშ. სპეციალისტებმა დაათვალიერეს ინდოეთის ოკეანის ფსკერის 120 ათასი კვადრატული კილომეტრი, თუმცა თვითმფრინავს ვერ მიაგნეს. აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროსა და კუნძულ რეუნიონზე სხვადასხვა დროს იპოვეს სანაპიროზე გამორიყული თვითმფრინავის ფრაგმენტები, რომელთაგან რამდენიმე დაუდასტურებულად ეკუთვნის გაუჩინარებულ Boeing-ს
MH370-ის გაუჩინარება ავიაციის ისტორიაში ყველაზე იდუმალებით მოცული ამბავია.