იაპონელმა რობოტექნიკოსმა ხიროში იშიგურომ თავისი ახალი ქმნილება, ჰუმანოიდი რობოტი აიბუკი წარმოადგინა. რობოტის პროტოტიპია 10 წლის ბავშვი და ის Android-ის სისტემაზე მუშაობს. აიბუკის სიმაღლე 120 სანტიმეტრია და მას გადაადგილება შეუძლია.
იმისათვის, რომ რობოტს ადამიანის მსგავსი სახე ჰქონოდა, გამოიყენეს ნახშირბადი, პლასტმასი და ლატექსი.
რობოტს ადამიანის მოძრაობების სიმულაცია შეუძლია.
აიბუკის ქმედება დამოკიდებულია 47 ძრავზე, რომლის საშუალებითაც იზ იღიმება, მოძრაობს და გადაადგილდება.
სამომავლოდ იაპონელი რობორექნიკოსის გეგმებში შედის აიბუკი „აალაპარაკოს“ და ადამიანის მსგავსი ემოციები შესძინოს.