სატვირთო ავიაგადამზიდავმა Lufthansa Cargo-მ რიგის აეროპორტის მიმართულებით რეგულარული სატვირთო ფრენები დაიწყო.
რიგი გახდა პირველი აეროპორტი ბალტიისპირეთში, სადაც Lufthansa Cargo-ს რეგულარული პირდაპირი სატვირთო კავშირები ექნება.
როგორც რიგის აეროპორტის საჰაერო ტვირთების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა ელიგიუს იენტკუსმა აღნიშნა, რეგულარული სატვირთო ფრენების გახსნა ლატვიელ მწარმოებლებს საშუალებას მისცემს უკეთ დაგეგმონ მიწოდება და სწრაფად შევიდნენ ახალ ბაზრებზე, ხოლო ადგილობრივ საწარმოებს, სხვა ქვეყნებიდან კონკურენტულ ფასებში, უფრო მარტივად და სწრაფად შემოიტანონ საქონელი.
„Lufthansa Group არის რიგის აეროპორტის დიდი ხნის და სტაბილური პარტნიორი და მოხარული ვართ, რომ ის გახდა პირველი აეროპორტი ბალტიისპირეთში, სადაც Lufthansa Cargo-მ რეგულარული სატვირთო ფრენები დაიწყო“, – აღნიშნა ელიგიუს იენტკუსმა.
Lufthansa Cargo-ს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის გაყიდვების ხელმძღვანელმა, ჰენნინგ ოლდენდორფმა აღნიშნა, რომ რიგა მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ცენტრია, განსაკუთრებით კომპიუტერული აღჭურვილობისა და ჯანდაცვის პროდუქტების მიწოდებისთვის, მაგრამ ფრენები ასევე სასარგებლო იქნება სხვა ინდუსტრიებისთვისაც, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ საჰაერო მიწოდებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო სატვირთო გადაზიდვები მნიშვნელოვანი იქნება მთელი რეგიონისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რიგის აეროპორტში საჰაერო ტვირთების სეგმენტი იზრდება.
Lufthansa Cargo განახორციელებს სატვირთო რეისებს რიგაში კვირაში ერთხელ Airbus A321F თვითმფრინავით, მაქსიმალური დატვირთვის 28 ტონა.